აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს, საქართველოს შოთა რუსთაველის
თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის ფარგლებში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ახალი სპეციალობების დამატება იგეგმება. ორი უნივერსიტეტი ერთობლივი პროგრამების შემუშავებაზე მუშაობს.
,,ძალიან ბევრი მიმართულებით ჩვენ ვიწყებთ თანამშრომლობას. რათქმაუნდა ეს ეხება სახელოვნებო სფეროს. ახალ ვასრულებთ ერთობლივ პროგრამებზე მუშაობას, რომელიც შემდეგ იქნება წარდგენილი აკრედიტაციაზე. ჩვენ ვმუშაობთ დრამის სამსახიობო, თოჯინების თეატრის სამსახიობო, მუსიკალური თეატრის სამსახიობო, დრამის რეჟისურის, ტელე-კინო რეჟისორისა და ოპერატორის, ქორეოგრაფისა და დირიჟორის მომზადების პროგრამებზე. ამ რეგონში თეატრების რაოდენობა და მათი მნიშვნელობა ძალიან დიდია. ვფიქრობ, საჭიროა, რომ კადრები სისტემატიურად იყოს მომზადებული.”- განაცხადა რადიო ,,ძველ ქალათან” საუბრისას საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი მარგველაშვილმა.
ასევე დაგეგმილია მატრიალურ-ტექნიკური ბაზის მოწყობა, რომელიც ქუთაისში, ახალგაზრდობის ქუჩაზე, ყოფილი პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ტერიტორიაზე განთავსდება.
აკრედიტაციის მიღების შემდეგ, პროგრამებზე სტუდენტების ჩარიცხვა ეტაპობრივად მოხდება და კურსდამთავრებულები ორი უნივერსიტეტის ერთობლივ დიპლომს მიიღებენ.
ახალ სპეციალობებზე სტუდენტების მიღება 2020 წლისათვის იგეგმება.
მემორანდუმი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია,,ჰუმანიტარული მეცნიერებები გლობალიზაციის ეპოქაში” ფარგლებში გაფორმდა.