2 ნოემბერს, ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში, საგარეო
საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროს ორგანიზებით ინტელექტუალური თამაში რა? სად? როდის? გაიმართა.
ინტელექტუალური თამაშის თემა ნატო და ევროკავშირი იყო. თამაშში იმერეთის რეგიონის 19 გუნდი მონაწილეობდა.
20 კითხვის შემდეგ სამი გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა.პირველ ადგილზე გავიდა გუნდი “ანანერბე”, ხოლო მეორე და მესამე ადგილები ,,მაიკოვსკის თეატრმა” და ,,ისქინეფმა” გადაინაწილეს.
გუნდის მონაწილეებს ფასიანი საჩუქრები და ინტელექტუალურ თამაშში მონაწილეობისთვის სერთიფიკატები გადაეცათ.