სამსახიობო ოსტატობისა და რეჟისურის შესწავლა ქუთაისშიც იქნება შესაძლებელი.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სახელოვნებო-საშემსრულებლო სპეცილობების ამოქმედება იგეგმება.
ახალ პროგრამებს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ბაია კოღუაშვილი და რეჟისორი გოგი მარგველაშვილი უხელმძღვანელებენ.
,,მემორანდუმი, რომელიც გაფორმდება ეს ეხება სრულიად ახალ სახელოვნებო-საშემსრულებლო სპეციალობებს.მომზადდება თეატრის რეჟისორი, დრამის მსახიობი, თოჯინების მსახიობი. ჩვენ შეგვიძლია ამ სპეციალობებს ძალიან ბევრი სპეციალობებიც დავუმატოთ. მათ შორის აუდიო ვიზუალური ხელოვნება, რომელიც ასევე აუცილებელია ჩვენი ქალაქისათვის. მთავარი მიზანი ამ პროგრამების ის გახლავთ, რომ ჩვენს ქალაქში იყოს ის რეალობა, რომ ახალგაზრდა, ნიჭიერ ადამიანებს შეეძლოთ ამ ქალაქში დარჩენა და ზუსტად იმ გარემოში სწავლა რა გარემოც არსებობს თბილისში.”- განაცხდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ბაია კოღუაშვილმა რადიო ,,ძველ ქალაქთან” საუბარში.
მისივე თქმით, ახალი სპეციალობებისათვის მატრიალურ-ტექნიკური ბაზა ქუთაისში, ახალგაზრდობის ქუჩაზე, ყოფილი პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ტერიტორიაზე არსებული სააქტო დარბაზში მოეწყობა. აქ 300 კაციანი დარბაზი გაკეთდება.
,,ამის პროექტი დიდი ხანია არსებობს . მიდის ძალიან აქტიური მუშაობა და ქალაქის მერია და გუბნებრნია ძალიან გვიდგას მხარში, რომ ამ პროექტს მიეცეს მსვლელობა. ეს იქნება მატერიალურ-ტექნიკური ბაზა ამ სპეციალობებისათვის. აქ იქნება 300 კაციანი სააქტო დარბაზი თავისი საგრიმიოროებითა და თავისი სტანდარტით, რაც ასევე ძალიან კარგი იქნება ქალაქისათვის, ვინაიდან ჩვენ საკონცერტო დარბაზი გვექნება ქუთაისში.”- განაცხადა ბაია კოღუაშვილმა.
სახლოვნებო-საშემსრულებლო სპეციალობების სტუდენტები თბილისის შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტისა და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივ დიპლომს მიიღებენ. .
ახალ სპეციალობებზე სტუდენტების მიღება 2020 წლისათვის იგეგმება.
ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ხვალ, 2 ნოემბერს, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია,,ჰუმანიტარული მეცნიერებები გლობალიზაციის ეპოქაში” გააფორმებენ.