აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო
კონფერენცია,,ჰუმანიტარული მეცნიერებები გლობალიზაციის ეპოქაში” გაიხსნა.
კონფერენციაში მონაწილეობს 250 – ზე მეტი მომხესენებელი მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან: საქართველო, აშშ, გერმანია, ავსტრია, პორტუგალია, საფრანგეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი, ინდოეთი, მაკედონია, ირანი, ტაივანი, ლიეტუვა, ნიგერია, უკრაინა, აზერბაიჯანი და სომხეთი.
კონფერენციის მონაწილეებს, დამსწრე საზოგადოებას და მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვებით მიმართეს: აწსუ რექტორმა როლანდ კოპალიანმა, რექტორის მოადგილემ გიორგი ღავთაძემ, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ლუკა დვალიშვილმა და ქუთაისის მერის მოადგილემ დავით ერემეიშვილმა.
კონფერენციაზე მრავალფეროვან ტრადიციულ ჰუმანიტარულ მიმართულებებთან ერთად იმუშავებს ჰუმანიტარული ეკოლოგიის, გარემოს დაცვისა და პოსტჰუმანიზმის მიმართულება; პანელური დისკუსიები – ჰუმანიტარული მეცნიერებები და რელატივიზმი (ევგენ ზელენაკი, პავოლ ლაბუდა, მილოშ ტალიგა, სლოვაკეთი); ცხოვრება ანთროპოცენის ეპოქაში: რეაქციები ფილოსოფიაში ბიოლოგიასა და ლიტერატურაში (ჯეიმზ კოსტა, დეივიდ ჰენდერსონი, ბრაიან რეილსბეკი, აშშ); ჩატარდება პოლონურ-ქართული ინტერდისციპლინარული კვლევის უახლესი შედეგების გამოფენა-პრეზენტაცია: ძველი ქუთაისის არქეოლოგიური გათხრების შედეგები, პალეობოტანიკური ანალიზი და კვლევის მეთოდოლოგია.
კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია: ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებების გაფორმება: ქალაქ ქუთაისის მუნციპალიტეტის მერიას, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსტიტეტსა და საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის; გრაცის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტთან; სლოვაკეთის რუჟომბეროკის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტთან, ნიკოლოზ წულუკიძის მონო-სპექტაკლი: ქართული თეატრის ამბავი, მასტერკლასი: “ჟურნალისტისა და რესპოდენტის ურთიერთობის თანამედროვე გამოწვევები”, ფოტოგამოფენა “ქუთაისი – უძველესი ევროპული ქალაქი” (დ. მხეიძის სახელობის ფოტო-კინო მატეანეს მუზეუმი), რევაზ კლდიაშვილის წიგნის “ბიზანტიის დედოფალი” პრეზენტაცია, პრეზენტაცია ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში – ქუთაისის არქეოლოგიის 55 წელი.