აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა პოეტებს უმასპინძლა. უნივერსიტეტის
მწვანე დარბაზში შეკრებილ აუდიტორიას საკუთარი შემოქმედება ჯუბა ღებელმა, თემურ ცერცვაძემ, მაია ხოფერიამ და ბელა ალანიამ გააცნეს. პოეზიის საღამო პროექტის ,, მიყვარხარ ადამიანო” ფარგლებში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა.
,,ჩვენი სტუმები არან პოეტები. შეიძლება აკაკი და გაკტიონის ქვეყანაში ლექსით ვერავინ გააკვირვო, მაგრამ ამთ თავიანთი სიტყვა თქვეს პოეზიაში. პროექტით ,,მიყვარხარ ადამიანო” მოვიდნენ ისინი ჩენთან. კარგია, რომ სტუდენტებს უყვართ პოეზია და კმაყოფილი ვარ რომ ეს საღამო შედგა.”- განაცხადა ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა პროფესორმა თენგო გუმბერიძემ.
პროექტი ,, მიყვარხარ ადამიანო” მეორე წელია გრძელდება. პროექტის ფარგლებში პოეზიის საღამოები მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება.