აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიურმა ფაკულტეტმა
პირველკურსელებს სტუდბილეთები გელათის სამონასტრო კომპლექსში გადასცა.
ცერემონიალს უნივერსიტეტის რექტორი როლანდ კოპალიანი, პედაგოგიური ფაკულტეტის დეკანი მამულო ბუჭუხიშვილი, ფაკულტეტის წარმომადგენლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
პირველკურსელი სტუდენტებისათვის ამავე ფაკულტეტის სტუდენტებმა ღონისძიება ჩაატარეს.
პედაგოგიური ფაკულტეტი მერვე წელია პირველკურსელებს სტუდბილეთებს საზეიმო ვითარებაში გადასცემს.
,,ჩვენი ფაკულტეტსა და უნივერსიტეტის ისტორია ერთად დაიწყო. მერვე წელია უკვე ეს ღონისძიება ტარდება. ძალიან დიდი პატივია ჩემთვისაც და სტუდენტებისთვისაც, რომ ეს ტრადიცია არ ირღვევა. მინდა წარმატებები ვუსურო ჩვენს სტუდენტებს. წელს 102 ჩაირიცხა ეროვნული გამოცდებით და მობილობით კიდევ გადმოვიდნენ.”- განცხადა ფაკულტეტის დეკანმა მამულო ბუჭუხიშვილმა.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე დაწყებითი განათლება წელს 140-მდე პირველკურსელი სწავლობს.