საქართველოში ვიზიტით მყოფ ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო
შენაერთს (SNMCMG2) ნატოს დღეები 2019-ის ფარგლებში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის 30 სტუდენტის ესტუმრა. შენაერთის შემადგენლობაში არის საფლაგმანო ხომალდი – ITS VESUVIO(იტალია) და ხომალდი AMASRA(თურქეთი).
,,სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა ორივე გემი დაეთვალიერებინათ და ეკიპაჟის წევრებისაგან გემის ამოცანებისა და შესაძლებლობების შესახებ სრული ინფორმაცია მიეღოთ. სტუდენტების შეკითხვებს მეზღვაურებმა ამომწურავად უპასუხეს.”- განაცხადა ნატო-ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ.
ნატოს მუდმივმოქმედ მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთს კაპიტანი ალესანდრო ფალკონე ხელმძღვანელობს. ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის (SNMCMG2) ვიზიტი საქართველოში ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან არსებული წარმატებული საზღვაო თანამშრომლობის კიდევ ერთი მაგალითია და წარმოადგენს ალიანსის მხრიდან საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერის დადასტურებას.
ნატოს დღეები საქართველოში მეთორმეტედ იმართება, რიმლის მიზანია საქართველოს მოქალაქეების გაცნობიერებული მხარდაჭერის ხელშეწყობა და ინფორმირებულობის გაზრდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის, საქართველოსა და ნატოს შორის არსებული თანამშრომლობის მექანიზმების, პერსპექტივებისა და გამოწვევების შესახებ.