პროფესიულ პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველებისათვის
ტესტირება 40 საგამოცდო ცენტრში მიმდინარეობს. პროფესიული პროგრამებისთვის ტესტირება 09:00 საათიდან დაიწყო.
პროფესიულ პროგრამებზე ტესტირება საქართველოს მასშტაბით გახსნილ ყველა საგამოცდო ცენტრში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. 2019 წლის მიღებაზე ყველაზე მოთხოვნადი პროფესიებია: საინფორმაციო ტექნოლოგიები, კულინარია, ბუღალტრული აღრიცხვა და სხვ.
წელს მიღება 48 სახელმწიფო და კერძო უმაღლეს აქვს გამოცხადებული 300-ზე მეტ პროფესიულ პროგრამაზე.
პროფესიული ტესტირება კომპიუტერულად ტარდება. ტესტი პროფესიული უნარებისა და საგნის/საგანთა ჯგუფის ნაწილებისაგან შედგება. დაფინანსების მოსაპოვებლად მონაწილემ ორივე ტესტის მაქსიმალური ჯამური ქულის (100 ქულა) 25%-ზე მეტი უნდა დააგროვოს. შეფასებას აპლიკანტი ტესტირების დასრულებისთანავე დაინახავს ეკრანზე, ხოლო ინფორმაცია ჩარიცხვის შესახებ გამოქვეყნდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე ნოემბრის შუა რიცხვებში. სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით კი გადაწყვეტილებას პროფესიული სასწავლებლები თავად მიიღებენ.
ფოტო: გამოცდების ეროვნული ცენტრი