პედაგოგები და პედაგოგობის მსურველი კანდიდატები საგამოცდო ბარათების
ამობეჭდვას დღეიდან შეძლებენ. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მნიშვნელოვანია, რომ ბარათზე მითითებული ყველა ინფორმაცია დაიბეჭდოს მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტის, ლაქებისა და ა. შ.) გარეშე. ბარათის ამობეჭდვა აპლიკანტებს შეუძლიათ შავ-თეთრად სტანდარტულ თაბახის ფურცელზე (A4).
პედაგოგებისა და პედაგოგობის მსურველი კანდიდატების ტესტირება 2 ნოემბერს დაიწყება და 8 ნოემბერს დასრულდება.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე