,,მასწავლებლის ეროვნულ სკოლაში” სწავლის მსურველებს საგანმანათლებლო
რესურსცენტრებში გასაუბრება უტარდებათ. ქვეყნის მასშტაბით სკოლაში სწავლის სურვილი 2 ათასზე მეტმა ადამიანმა გამოთქვა, მათ შორის არიან როგორც მოქმედი მასწავლებლები, ისე მასწავლებლობის მსურველები. გასაუბრების შემდეგ შერჩეულ პირებს ტესტირება ჩაუტარდებათ. ამის შემდეგ კი სასწავლო პროცესი დაიწყება.
პროგრამა იძლევა საშუალებას, გადამზადებულმა მასწავლებლებმა საგნობრივი ჯგუფის და/ან მომიჯნავე საგნებში, ერთზე მეტი საგანი ასწავლონ.
მასწავლებლები მომზადდებიან:
1. ფიზიკა, მათემატიკა, ტექნოლოგიების
2. ბიოლოგია და ქიმიის
3. სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება/მუსიკა
4. ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლების
5. დაწყებითი განათლების (ქართული, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება) მიმართულებით.
მსმენელები ასევე მომზადდებიან ქართულ ენასა და ლიტერატურაში და ფიზიკურ აღზრდაში.