პროგრამაზე “ასწავლე საქართველოსთვის” რეგისტრაცია 22 ოქტომბერს დაიწყო
და 31 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. მისი მიზანია მაღალმთიანი და ბარის შორეული სოფლების საჯარო სკოლებში კვალიფიციური კადრების მოზიდვის გზით სწავლა-სწავლების პროცესის ხელშეწყობა და განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა.
პროგრამის ფარგლებში კონკურსი ცხადდება შემდეგი საგნობრივი მიმართულებით: ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა, მათემატიკა,
ფიზიკა-მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია-ბიოლოგია, რუსული.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია უმაღლესი განათლების მქონე სერტიფიცირებულ ან მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო პროგრამის დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე პირს და პედაგოგებს, რომელთაც დადასტურებული აქვთ შესაბამისი საგნის კომპეტენცია.
პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა შერჩევა ხდება კონკურსის საფუძველზე ორ ეტაპად.
ვრცლად იხილეთ : http://tpdc.ge/geo/news/630?fbclid=IwAR2AnElHpue6pUW_qVSPmu_uvIOHLprWrrECn57CQg_cN51zznCZSPfOfoQ