ქუთაისის ორ სკოლაში, პედაგოგთა გამოცდების ჩატარების მიზნით, დამატებითი არდადეგები გამოცხადდა.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სასწავლო პროცესი ქუთაისის პირველ საჯარო სკოლასა და ანდრია რაზმაძის სახელობის 41-ე ფიზიკა-მათემატკის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი 26 ოქტომბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით შეწყდება.
გაცდენილი სასწავლო დღეების ანაზრაურებაზე, კანონმდებლობის შესაბამისად, სკოლები თავად იზრუნებენ.
ქუთაისის გარდა, ქვეყნის მასშტაბით დამატებითი არდადეგები კიდევ 10 სკოლაში გამოცხადდა.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის ნოემბერში დაგეგმილია მასწავლებელთა საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების გამოცდის/ტესტირების ჩატარება.