ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს დასაქმებისა
და კარიერული განვითარების ახალ შესაძლებლობებს სთავაზობენ.
უმაღლესმა სასწავლებელმა და ერთ-ერთმა უმსხვილესმა კომპანიამ ,,მეიჯერელ საქართველო” ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.
მემორანდუმის ფარგლებში სტუდენტებისათვის კვალიფიკაციის ამაღლება, პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავება და მათი დასაქმება იგეგმება.
,,ჩვენ მუდმივად ვცდილობთ ახალგაზრდებს შევთავაზოთ დასაქმების საუკეთესო პირობები და შესაძლებლობები. ამ კუთხით ძალიან მოქნილები ვართ. ჩვენი მიზანია, რეგიონში რაც შეიძლება მეტი ადამიანი დავასაქმოთ. მიგვაჩნია, რომ მემორანდუმი ორივე მხარისათვის სასარგებლო იქნება”,- განაცხადა მეიჯერელ საქართველოს დირექტორმა ალექსანდრე მირონენკომ.
,,ეს კომპანია ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის სფეროში და მსოფლიოს მასშტაბით არაერთ ქვეყანაში ოპერირებს. ამ მემორანდუმით ექნებათ საშუალება, რომ კვალიფიკაცია აიმაღლონ ჩვენმა სტუდენტებმა, დატრენინგდნენ და დასაქმდნენ. ამ ყველაფერში დიდი გამოცდილება აქვს მეიჯერელ საქართველოს. ვფიქრობთ, ეს ხელს შეუწყობს ჩვენი სტუდენტების დასაქმებას.” – განაცხადა უნივერსიტეტის რექტორმა როლანდ კოპალიანმა.
ამ ეტაპზე კომპანიას აქვს როგორც გერმანულენოვანი ისე გერმანულ-ინგლისური და რუსულ-ინგლისური პროექტები.
საქართველოში, თბილისის ორ ოფისსა და ქუთაისის ერთ ოფისში უკვე 1000 ადამიანია დასაქმებული.