ქართულენოვანი “ფორბსი” 2019 წლის ერთიანი ეროვნული
გამოცდებით ჩარიცხულთა საშუალო ქულების მიხედვით უნივერსიტეტების რეიტინგს აქვეყნებს. გამოცემამ რეიტინგი გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით მოამზადა.
უმაღლესი სასწავლებლების რეიტინგში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი 21-ე ადგილს იკავებს. სასწავლებელმა წელს 1499 სტუდენტი მიიღო.
რეიტინგში პირველ ადგილზე “თავისუფალი უნივერსიტეტია”, მეორეზე “დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი”, მესამეზე კი “საქართველოს აგრარული უნივერსიტეტია”.
რაც შეეხება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ჩამონათვალში ის მე-6 ადგილს იკავებს.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე