,,ეს არის ძლიერი სქესი. ქალი ფსიქოანალიზში” – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში
გამოფენა გაიხსნა. გამოფენა ზიგმუნდ ფოროიდის ქალიშვილის, ანა ფროიდისა და მისი პაციენტი ქალების შესახებ გვიყვება.
მარი ბონაპარტი, ჰელენე დოიჩი, ლუ ანდრეას-სალომე, საბინა შპილრაინი და ემა ეკშტაინი ის ქალები არიან, რომლებსაც დიდი წვლილი მიუძღვით ფსიქოანალიზის გავითარებაში. ამ ეტაპზე მათი ნაშრომების შესწავლა და ფართო საზოგადოებისათვის გაცნობაც იგეგმება.
გამოფენა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ილიას სახელწმიფო უნივერსიტეტთან არსებული ავსტრიული კულტურული ცენტრის დირექტორმა მზია გალდავაძემ წარადგინა.
,,ჩვენ საელჩოს მხარდაჭერით ვახორციელებთ ბევრ კულტურულ პროექტს და ერთ-ერთი პროექტი არის აქ წარმოდგენილი. ეს გახლავთ ფროიდის მუზეუმთან ერთად განხორციელებული პროექტი. გამოფენა ძალიან მრავალფეროვანი და მდიდარი ექსპონატებით გაიხსნა 2015 წელს. რამდენიმე ქვეყანა მოიარა. მათ შორის ლონდონის ფროიდის მუზეუმშიც იყო წარმოდგენილი. ჩვენ ვერ წამოვირეთ ყველა ექსპონატი, მაგრამ ამ სახით გამოფენის პრეზენტაციის უფლება მოვიპოვეთ. ითარგმანა ეს ტექსტები ქართულად. ეს ექვსი ქალი, რომელიც თავის დროზე ფროიდის პაციენტებს წარმოადგენდნენ, პრაქტიკულად იყვნენ მისი თანამოაზრეები. მათი წვლილი ფსიქოანალიზის განვითარებაში არის ძალიან მნიშვნელოვანი.”- განაცხადა ილიას სახელწმიფო უნივერსიტეტთან არსებული ავსტრიული კულტურული ცენტრის დირექტორმა მზია გალდავაძემ.
გამოფენის დათვალიერება უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, სამკითხველო დარბაზში, ნებისმერ მსურვლს დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში შეეძლებათ.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოფენა საერთაშორისო კონფერენციის ,,თანამედროვე ინტერდისციპლინარიზმი და ჰუმანიტარული აზროვენება” ფარგლებში გაიხსნა.