აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საბიბლიოთეკო კორპუსში,
ავსტრიული ბიბლიოთეკის კუთხე გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოში ავსტრიის ელჩის მოადგილე დაესწრო.
,,ავსტრიის საელჩოსთან ჩვენ დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს ძალიან ბევრი ჩვენი სტუდენტი, ჩვენი თანამშრომელი იმ პროგრამით, რომელიც საელჩოს გააჩნია სარგებლობდა და ალბათ კიდევ უფრო მეტად ისარგებლებენ. მადლობა ელჩის მოადგილეს სტუმრობისათვის და იმისათვის, რასაც ისინი აკეთებენ ჩვენი უნივერსიტეტისა და ჩვენი ქვეყნისათვის. ეს მნიშვნელოვანია ჩვენი მომავალი თაობისათვის. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ბიბლიოთეკით და კიდევ უფრო ვიამაყებთ, რადგან ბიბლიოთეკას შეემატა ავსტრიის ბიბლიოთეკის კუთხე.”- განაცხადა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ შალვა კირთაძემ.
ავსტრიული ბიბლიოთეკის კუთხე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენციის ,,თანამედროვე ინტერდისციპლინარიზმი და ჰუმანიტარული აზროვენება” ფარგლებში გაიხსნა.