აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია ,,თანამედროვე ინტერდისციპლინარიზმი
და ჰუმანიტარული აზროვენება” გაიხსნა. კონფერენცია მეოთხე წელია იმართება და წელს მასში მონაწილეობას 198 დელეგატი მონაწილეობს. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს, კონფერენციის ფარგლებში საქართველოს უმაღლეს და კერძო სასწავლებლებთან ერთად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული დელეგატები სტუმრობენ.
კონფერენციაზე გათვალისწინებულია როგორც სექციური, ისე პლენარული მუშაობა.
,,პოლონეთიდან, ჩეხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ისრაელიდან და კიდევ სხვა ქვეყნებიდან გვყავს სტუმრები. ასევე საქართველოს სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლებიდან. დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი და დატვირთულია. იხსნება ავსტრიული ბიბლიოთეკის კუთხე, ასევე წიგნის პრეზენტაცია
გაიმართება, რომელიც ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტის შესახებაა. ასევე ვიმსჯელებთ განათლების კონცეფციაზე.”- განცხადა კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის თანათავმჯდომარემ, გერმანისტმა, პროფესორმა ირმა ყიფიანმა.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია ,,თანამედროვე ინტერდისციპლინარიზმი და ჰუმანიტარული აზროვენება” 20 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.