მე-9 საჯარო სკოლის მე-10 კლასის სკოლის მოსწავლის ჯანმრთელობის
მდგომარეობა, რომელიც სკოლის შენობის მე-2 სართულიდან გადმოხტა, დამაკმაყოფილებელია. ამის შესახებ იმერეთის რეგიონალური კლინიკის დირექტორმა ირაკლი გოგინავამ განაცხადა. პაციენტი ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება მას წვივის ძვლის ოპერაცია ჩაუტარდა. მოზარდს კლინიკიდან ოპერაციიდან მე-3 მე-4 დღეს გაწერენ.
შეგახსენებთ, გუშინ ქუთაისში მე-9 საჯარო სკოლის მეორე სართულიდან მოსწავლე გადმოხტა და ფეხი დაიზიანა.
სკოლის დირექტორი სოფიო ქუთათელაძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მეათე კლასის მოსწავლეს გაკვეთილებიდან გათავისუფლება უნდოდა და რაზეც მასწავლებელმა უარი უთხრა. ქუთათელაძე ამბობს, რომ შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც გაკვეთილი დასრულებული იყო და ზარი დაირეკა. დირექტორი მომხდარს მოზარდის აქტიურ ქცევას უკავშირებს. სოფიო ქუთათელაძე ამბობს, რომ მშობელმა და მოსწავლემ მომხდარის გამო ბოდიში მოიხადეს.
“ბოლო წუთი იყო გაკვეთილიდან გასვლა რომ ითხოვა და თან ზარიც დაირეკა. ბავშვური სიცელქე იყო. კოჭის ძვალი აქვს მოზარდს დაზიანებული. მომხდარის გამო ბავშვმაც და მშობელმაც ბოდიშიო მოიხადეს,”-აცხადებს სკოლის დირექტორი.
მომხდარზე გამოძიება 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.
ფოტო: ინტერნეტ სივრეც