პროგრამის “ჩემი პირველი კომპიუტერი” ფარგლებში, წარჩინებული
მოსწავლეების დაჯილდოება დაიწყო. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, წარჩინებული მოსწავლეების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. წელს ქუთაისში პერსონალურ კომპიუტერებს 258 მოსწავლე მიიღებს, ხოლო იმერეთში ჯამში 813.
პერსონალური კომპიუტერები საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლების 3857 მოსწავლეს დაურიგდება.
პროგრამა 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე). მიზანს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერება წარმოადგენს.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე