აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ორ ახალ პროგრამაზე მუშაობენ,
რომელიც სწავლის დასრულების შემდეგ სტუდენტს ქართულისა და ინგლისურის მასწავლებლის სტატუსს მიანიჭებს. პროგრამა უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტზე შემუშავდა და მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო 300 კრედიტიანი პროგრამის ანალოგიურია.
როგორც პედაგოგიური ფაკულტეტის დეკანი ვლადიმერ ადეიშვილი ამბობს, ახალი 300 კრედიტიანი პროგრამები აკრედიტაციისათვის თითქმის მზადაა.
,,ფაქტიურად შემუშავებულია ორი პროგრამა და შესაბამისი პროცედურებიც გავლილია. ეს არის ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე ინგლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის მომზადების 300 კრედიტიანი ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამა. ჩემი ვარაუდით, თუ რაიმე ხელის შემშლელი ფაქტორი არ იქნება, ნოემბერში ამ პროგრამებს აკრედიტაციაზე წარვადგენთ. უფრო 2020 წლისათვის ვიგეგმებით. თუ ყველაფერი კარგად დასრულდა ჩვენ შეგვეძლება ამ პროგრამებზე მალე მივიღოთ სტუდენტები.”- განაცხადა ვლადიმერ ადეიშვილმა.
კითხვაზე გამოიწვევს თუ არა ახალი პროგრამები უნივერსიტეტში უკვე არსებული ქართული და ინგლისური ენისა და ლიტერატურის საბაკალავრო პროგრამების ცვლილებას? პედაგოგიური ფაკულტეტის დეკანი ამბობს, რომ ახალი პროგრამები უკვე არსებულ პროგრამებს არ ჩაანაცვლებს.
,,ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე რჩება ქართული ენისა და ლიტერატურის საბაკალავრო პროგრამა. თუ უნდა აბიტურიენტს რომ გამოვიდეს კარგი ფილოლოგი, მაშინ აირჩევს ქართულ ფილოლოგია თუ სურს მასწავლებლობა აირჩევს ახალ პროგრამას. ანალოგიურია ინგლისურ ენასა და ლიტერატურაზე იმ განსხვავებით , რომ ინგლისური ენის პროგრამა იქნება დაწყებითი, საშუალო და საბაზო საფეხური, ხოლო ქართული – საბაზო საშუალო.
საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულს მასწავლებლობის უფლება არ აქვს თუ არ გაივლის დამატებით გამოცდას და პროგრამას. ახალი, პროგრამა კი ანიჭებს განათლების მაგისტრის ხარისხს და უფროსი მასწავლებლის სტატუსით შედის სკოლაში. ამ პროგრამაზე კვალიფიკაციის მიმნიჭებელი იქნება პედაგოგიური ფაკულტეტი.”- განაცხადა ვლადიმერ ადეიშვილმა.
მისივე თქმით, ახალ პროგრამებზე სტუდენტების მირებს რაოდენობა შეზღუდული იქნება და დაახლოებით 20-25 ქართულის და ინგლისურის მასწავლებლის მომზადებაზე იზრუნებენ.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის დეკანი ფიქრობს, რომ ახალი პროგრამების შემუშავების დროს აქცენტი არა კონკურენციაზე, არამედ სახელწმიფო ინტერესებზე გაკეთდა. მისი თქმით, სკოლებში ძალიან ბევრი პრობლემაა, მათ შორის მასწავლებლის მომზადების კუთხით.
,,შეიძლება იფიქრონ, რომ ახალმა პროგრამამ კონკურენცია გაუწიოს საბაკალავრო პროგრამას, მაგრამ ჩვენ უნდა ვიფიქროთ პრაგმატულად. კატასტროფული მდგომარეობაა ამ წუთში მასწავლებლის კუთხით, განსაკუთრებით რეგიონებში. სახელმწიფოს სჭრდება კარგი მასწავლებელი. აკაკი წერეთლის უნივერსიტეტს აქვს მასწავლებლის მომზადების 86 წლიანი გამოცდილება და შემიძლია გავცე გარანტია, რომ საკმაოდ კარგ მასწავლებლებს მოვამზადებთ.
2001 წლიდან გარდა დაწყებითისა, მასწავლებლის კვალიფიკაცია არცერთ მიმართულებაზე გაცემულა. საქართველოში მასწავლებელი არ მომზადებულა. საჭიროება არის, რომ გაახალგაზრდავდეს სკოლა და 21-ე საუკუნის მასწავლებელი გვყავდეს.”- განაცხადა ვლადიმერ ადეიშვილმა.
აკაკი წერეთლის სახელწმიფო უნივერსიტეტის პედაგოგიურ ფაკულტეტის დეკანი ამბობს, რომ ოქტომბრიდან მათემატიკის მასწავლებლის მომზადების 300 კრედიტიან პროგრამაზეც დაიწყებენ მუშაობას.
უნივერსიტეტში ამჟამად მასწავლებლის მომზადების 300 კრედიტიანი პროგრამა დაწყებითი განათლების მიმართულებით მეორე წელია ხორციელდება.