2019 წელს ენების ევროპული დღე მთელ საქართველოში აღინიშნება.  წელს პირველად,

ენების ევროპული დღე  საქართველოს რეგიონების 27 ქალაქისა და სოფლის 36 სხვადასხვა სკოლაში გაიმართება. 

იმერეთის რეგიონში 26 სექტემბერს ღონისძიებას უერთდება:  ქუთაისში იოსებ ოცხელის სახელობის მე-2 საჯარო სკოლა, 30-ე საჯარო სკოლა, ავთანდილ დეკანოიძის სახელობის 32-ე საჯარო სკოლა, 35-ე საჯარო სკოლა; ასევე ზესტაფონის “”მომავლის ბიზნეს სკოლა””, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე სვირის N1 საჯარო სკოლა, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის საჯარო სკოლა, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსების საჯარო სკოლა, ქალაქ ჭიათურის მე-2 საჯარო სკლა.

ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები მოიცავს სახალისო კონკურსებსა და თამაშებს, შემეცნებით თუ გასართობ სავარჯიშოებს, მუსიკალურ თუ ციფრულ ანიმაციებს. მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა უკეთ გაეცნონ ევროპაში მცხოვრები სხვადასხვა ხალხის კულტურულ თუ ენობრივ თავისებურებებს და ღონისძიების დასასრულს მიიღონ პრიზები.

საქართველოში ენების ევროპული დღის ორგანიზატორები არიან:საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი,გოეთეს ინსტიტუტი ბრიტანეთის საბჭო, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში,  იტალიის საელჩო საქართველოში, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო, დანტე ალიგიერის საზოგადოება, კამოეს ინსტიტუტი, არასამთავრობო ორგანიზაცია მინერვა, იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტი, ესპანური ენის ცენტრი კარმენი, პოლონური ინსტიტუტი თბილისში, საბერძნეთის საელჩო საქართველოში, ფინეთის საელჩო საქართველოში, კავკასიის ფრანგული სკოლა. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *