,, გუშინდელმა სანახაობამ, რაც იქ იყო და იმ სწორად დანახულმა ფაქტმა,
რასაც ეს პიკნიკი ემსახურება, ყველა მოლოდინს გადააჭარბა.”- ასე შეაფასა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უმაღლესი განათლების და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ნინო წერეთელმა ქუთაისსში გამართული სამეცნიერო პიკნიკი.
,,გუშინდელმა სანახაობამ რაც იქ იყო და იმ სწორად დანახულმა ფაქტმა, რასაც ეს პიკნიკი ემსახურება, ყველა მოლოდინს გადააჭარბა. რისთვისაც მადლობა ჩემს ქუთაისს და ორგანიზატორებს. ვნახეთ ახალგაზრდების ძალიან დიდი ჩართულობა ამ პროცესში. ყველა სკოლის მოსწავლე უნდა იყოს ჩართული და მათთვის უნდა გახდეს მეცნიერება საინტერესო და საოცარი იყო ამდენი მოსწავლის მონაწილეობა, ამდენი ორგანიზაციის მონაწილეობა. რაც ყველაზე მთავარია, ასევე ამ პავილიონებში მართლაც რომ მეცნიერებასთან გვქონდა საქმე . მის პოპულარიზაციასთან და ამისათვის ძალიან დიდი მადლობა ამ ღონისძიების სულისჩამდგმელებს. “- განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უმაღლესი განათლების და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ნინო წერეთელმა.
19 სექტემბერს, ქუთაისის ცენტრალურ ბაღში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქუთაისის მერიის ორგანიზებით სამეცნიერო პიკნიკი ,,მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი 2019″-ის ფარგლებში ჩატარდა.
სამეცნიერო პიკნიკზე კარავები აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად სხვა უნივერსიტეტებს, ახალგაზრდულ ორგანიზაციებს, კერძო და საჯარო სკოლებს დაეთმოთ.
“მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი – 2019” 16 სექტემბერს თბილისში გაიხსნა და 30 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ფესტივალის ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სამეცნიერო და შემეცნებითი აქტივობა, 300-ზე მეტი ღონისძიება ჩატარდება.