ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სპექტაკლების
ნაწილის ნახვა უცხოელ მაყურებელს რუსულ და ინგლისურ ენებზე შეუძლიათ. თეატრის დირექტორის, სულხან გოგოლაშვილის თქმით ტუროპერატორებს პროგრამები მიაწოდეს და იმისათვის, რომ უცხოელმა ვიზიტორებმა სპექტაკლი ნახონ, მათ წინასწარ უნდა შეატყობინონ. ინგლისურ და რუსულ ენებზე მზადაა 4 სპექტაკლი, სხვების თარგმნა ეტაპობრივად მოხდება.
,,ოთხი სპექტაკლი უკვე გავაქვს მზად რუსულად და ინგლისურად. ესაა ,,დუპლეტი”, ,,ვერხვები”, ,,სიმართლე” და “სტუმარი”. ვგეგმავთ, რომ ნელ-ნელა ყველა სპექტაკლი გავაკეთოთ ასე. ზოგი ქართული სპექტაკლი იციან და ესწრებიან ქართულს რადგან აინტერესებთ ხასიათი, დიქცია. რეაბილიტაციის შემდეგ უფრო უკეთ შეძლებენ უცხოელები სპექტაკლების ნახვას, რადგან ცალკე კეთდება პროექციისთვის ადგილი, სადაც სუბტიტრები წავა.” – განაცხადა სულხან გოგოლაშვილმა.
მესხიშვილის თეატრის სრული რეაბილიტაცია 2020 წლის მაისში უნდა დაიწყოს.