აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს საქართველოში ესტონეთის
ელჩი და იუნისეფის ხელმძღვანელი სტუმრობდნენ. ესტონეთის ელჩი კაი კაარელსონი და იუნისეფის ხელმძღვანელი ღასან ხალილი პედაგოგიური ფაკულტეტის ლექტორ-მასწავლებლებსა და იტეგრირებული საბაკალავარო-სამაგისტრო პრიგრამის სტუდენტებს შეხვდნენ. შეხვედრაზე იმ პროექტების შესახებ ისაუბრეს, რომლის ფარგლებშიც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიურ ფაკულტეტზე ორი მნიშვნელოვანი პროგრამა ხორციელდება.
,,მივესალმებით მათ წარმომადგენლობით ვიზიტს ქუთაისში. ჩვენ მხარს ვუჭერთ იმ თანამშრომლობით ურთიერთობებს, რომელიც არის ესტონეთს და საქართველოს შორის ყველა სფეროში და განსაკუთრებით განათლების სფეროში. ჩვენთან ორი მნიშვნელოვანი პროგრამა ხორციელდება: მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი და 300 კრედიტიანი ინტეგრირებული საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამა. თანამშრომლობის ფარგლებში მოხდა ესტონეთის გამოცდილების გაზიარება და უმაღლესი საგანმანათლებლო კურიკულუმების დახვეწა. ამ ეტაპზე კი მიმდინარეობს მუშაობა სასკოლო კურიკულუმების განახლებაზე.”- განაცხადა აწსუ პედაგოგიური ფაკულტეტის პედაგოგიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მაია ახვლედიანმა.
,,ეს არის ჩემი მესამე ვიზიტი უნივერსიტეტში. არ სჭირდება იმას ახსნა, თუ რას აკეთებს ესტონეთის სახელმწიფო განათლების მიმართულებით აქ. 2 წლის წინ ესტონეთის პრეზიდენტი იყო უნივერსიტეტში, ლექცია წაიკითხა და ეს მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია ის პროგრამები, რომლებიც აქ ხორციელდება. ჩვენ ვიყენებთ იუნისეფის ცოდნას განათლების მიმართულებით რათა განახორციელოს ის პროგრამები რასაც ჩვენ ვაფინანსებთ.”- განაცხადა ესტონეთის ელჩმა საქართველოში კაი კაარელსონმა.
,,ძალიან ამაყები ვართ ამ თანამშრომლობის, იმ პროექტის, რომელიც არის ესტონეთის, საქართველოს მთავრობებისა და იუნისეფის. ჩვენ ფოკუსირებული ვართ ხარისხიან განათლებაზე. შედეგები კარგია და მტავარია რამდენად მდგრადი იქნება ეს. მნიშვნელოვანია,რომ ეს არს საუივერსიტეტო განათლება. ასევე არს ტრენიგები, რომელბიც მოქმედ მასწავლბლებს უტარდებათ, თუმცა საუნივერსიტეტო განათლებას უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს.”- განაცხადა იუნისეფის ხელმძღვანელმა ღასან ხალილმა.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალ საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამაზე სტუდენტები უკვე მეორედ მიიღეს, რაც შეეხება მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან პროგრამას, მასზე რეგისტრაციაც უკვე დაწყებულია. იგეგმება პროგრამის კიდევ უფრო დახვეწა.