ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობის

პროცესი 19 სექტემბერს ფონდ “ქართუს” წარმომადგენლებმა, უნივერსიტეტის რექტორმა და გერმანელმა მეცნიერებმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.

პროექტის პირველ ფაზაში 170 000 კვადრატული მეტრის ფართის შენობა-ნაგებობები შენდება, რომელიც 3 სასწავლო კორპუსს, 3 სტუდენტურ საერთო საცხოვრებელს საცხოვრებელ კორპუსს პროფესორ-მასწავლებლებისათვის, ცენტრალურ ბიბლიოთეკასა და სასადილოს მოიცავს. მომდევნო ეტაპზე დამატებით 2 სასწავლო კორპუსი აშენდება – ადრონული თერაპიის ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკა, ლაბორატორიები და სამეცნიერო-კვლევითი დანიშნულების სხვა ობიექტები.

საგანმანათლებლო სივრცე სტუდენტების პირველი ნაკადის მისაღებად მზად 2020 წლის სექტემბერში იქნება.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტის პრეზენტაცია 2016 წლის 8 სექტემბერს გაიმართა. მისი სავარაუდო ბიუჯეტი მილიარდი ევროა.

როგორ გამოიყურება ქუთაისის უნივერსიტეტის სამშენებლო მოედანი:



კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *