აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაგისტრანტობის კანდიდატების რეგისტრაცია იწყება.
საბუთების წარდგენა სასწავლებელში მაგისტრანტობის მსურველებს 12-დან 24 სექტემბრამდე შეეძლებათ.
ასევე უნდა წარადგინონ:
განცხადება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელებისა და მაგისტრატურაში მისაღებ საუნივერსიტეტო გამოცდებში მონაწილეობის მიღების სურვილის შესახებ (ივსება ადგილზე);
პირადობის მოწმობის ასლი, მისივე დედნის წარდგენით;
სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულ პირთათვის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმეტის ასლი, მისივე დედნის წარდგენით;
საქართველოში გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომისა და მისი დანართის ასლები მათივე დედნების წარდგენით (მიმდინარე წლის კურსდამთავრებულები წარმოადგენენ ცნობას შესაბამისი უმაღლესი სასწავლებლის დასრულების შესახებ ნიშნების ფურცელთან ერთად);
სამაგისტრო საგამოცდო ბარათი;
ორი ფერადი ფოტოსურათი – 3X4;
უცხოენოვან სამაგისტრო პროგრამეზე ჩაბარების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ პროგრამაზე სწავლების შესაბამისი ენის B2 დონის კომპეტენციის დამადასტურებელი დოკუმენტი. კერძოდ: ბრიტანეთის საბჭოს სერთიფიკატი, გოეთეს ინსტიტუტის სერთიფიკატი, გერმანული ენის ავსტრიული დიპლომი, ალ. დიუმას სახელობის ფრანგული კულტურის ცენტრის მიერ გაცემული ფრანგული ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი – (DELF), (თჩF), აწსუ ენათა კურსების სერთიფიკატი.
მაგისტრატურაში მისაღებ საუნივერსიტეტო გამოცდაში მონაწილეობის საფასურის – 30 ლარის გადახდის ქვითარი; იმ შემთხვევაში თუ მაგისტრანტობის კანდიდატი გამოცდას აბარებს ორ საგანმანათლებლო პროგრამაზე – 50 ლარის გადახდის ქვითარი.
მისაღები საუნივერსიტეტო გამოცდები 25 და 26 სექტემბერს ჩატარდება. სააპელაციო განცხადებების განხილვა კი 27 სექტემბერს გაიმართება.