“ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ქართველი და უცხოელი
აკადემიური პერსონალი იმუშავებს.” – ამის შესახებ ფონდ ,,ქართუს” გამგეობის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ჩხეტიანმა განაცხადა.
,,ამჟამად ვიმყოფებით გერმანიაში, კერძოდ მიუნხენში, სადაც მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის და ასევე სხვა უნივერსიტეტის პროფესურასთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. ისინი შემოუერთდებიან ჩვენს პროექტს და ძალიან მალე, მათ საქართველოში, კერძოდ ქუთაისში ვიხილავთ. გერმანელმა პროფესორებმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის როგორც საგანმანათლებლო, ასევე სამეცნიერო კვლევით პროცესში აქტიურად ჩართვაზე მზადყოფნა გამოთქვეს. უნივერსიტეტის მენეჯმენტის სისტემა, საგანმანათლებლო მიმართულებები, მკვლევართა და ლექტორთა შერჩევის წესი შესაბამისობაშია მიუნხენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მართვის სისტემასთან, რომელთანაც ქუთაისის უნივერსიტეტი 2017 წლიდან თანამშრომლობს . ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ქართველი და უცხოელი აკადემიური პერსონალი იმუშავებს. აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის შერჩევის კრიტერიუმები განისაზღვრება მიუნხენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მოთხოვნების შესაბამისად”, – განაცხადა ჩხეტიანმა.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შექმნის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებამდე 27 დღით ადრე განაცხადა. უნივერსიტეტის მშენებლობას ფონდი “ქართუ” აფინანსებს.
ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი სტუდენტების პირველ ნაკადს 2020 წლის სექტემბერში მიიღებს.ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ჯამში 60 000 სტუდენტზეა გათვლილი.