აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი უნივერსიტეტში ჩასარიცხი
აბიტურიენტების რეგისტრაციას იწყებს. 2019-2020 სასწავლო წლის ადმინისტრაციული რეგისტრაციისათვის უნივერსიტეტში ჩასარიცხმა აბიტურიენტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატის) ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (დედნის წარმოდგენით);
4 ცალი ფოტოსურათი 3X4-ზე (ელექტრონული ვერსია CD-ზე);
საგამოცდო ბარათი;
ვაჟებისათვის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი-(დედნის წარდგინებით);
სოციალურად დაუცველისა და იძულებით გადაადგილებული პირის (დევნილის) შემთხვევაში შესაბამისი მოწმობების ქსეროასლები.
აბიტურიენტმა, რომელიც რეგისტრაციის გავლის მომენტში არ არის 18 წლის, დამატებით უნდა წარმოადგინოს დაბადების მოწმობა და მისი ასლი. ამავე აბიტურიენტს უნდა ახლდეს ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენელი (დედა/მამა/მზრუნველი – პირადობის დამადასტურებელ მოწმობასთან ერთად).
საბუთების მიღება და ხელშეკრულებების გაფორმება იწარმოებს 2019 წლის 9 სექტემბრიდან 20 სექტემბრის ჩათვლით.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე