2019 წლის ეროვნულ გამოცდებზე დაფინანსება 6546-მა სტუდენტმა მოიპოვა.
100 %-იანი დაფინანსება 1011 სტუდენტმა, 70%-იანი დაფინანსება 1452-მა, ხოლო 50%-იანი დაფინანსება 4083 სტუდენტმა მიიღო.
სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე კი 4777 სტუდენტი ჩაირიცხა.
ყველაზე მეტმა აბიტურიენტმა უპირატესობა ბიზნესის ადმინისტრირების, სამართლის და დიპლომირებული მედიკოსის მიმართულებებს მიანიჭა.
წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებული იყო 41 000 აპლიკანტი.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე