შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის,
სოფო გორგოძის თქმით, იმ აბიტურიენტებისათვის, რომლებიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსვლა ვერ მოახერხეს განათლების სამინისტრო სხვა უწყებებთან ერთად მუშაობს, რათა მათ უმაღლესი განათლების მიღება შეძლონ.
“აბიტურიენტების უმეტესობამ შეძლო, რომ გადმოელახა საზღვარი და მოვიდნენ გამოცდებზე. რაც შეეხება იმ ნაწილს, ვინც ეს ვერ მოახერხა, განათლებისა და მეცნერების სამინისტრო სხვა უწყებებთან ერთად მუშაობს და მათ აქვთ კონკრეტული გეგმა, რომლის მიხედვითაც უზრუნველყოფენ ამ პრებისათვის უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას.”- განაცხადა სოფო გორგოძემ.
შეგახსნებეთ, საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებით 27 ივნისს ენგურის ცენტრალური გამშვები პუნქტი დაიკეტა, რის გამოც აბიტურიენტების ნაწილმა ე.წ საზღვარი ვერ გადმოლახა და გამოცდებზე გასვლა ვერ შეძლო.