ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის კონკურსის ერთ-ერთი
გამარჯვებული გახდა. კონკურსი სასწავლო წლის დასაწყისში დაიწყო და მასში ფონდის მიერ რეაბილიტირებულ საჯარო სკოლებს შეეძლოთ მონაწილეობის მიღება. ჟიურიმ სამი გამარჯვებული სკოლა გამოვლინდა, რომლებმაც სკოლის მოვლის გრძელვადიანი და თანმიმდევრული გეგმა შეიმუშავეს და დანერგეს.
ინოვაციური კამპანია #მოვუაროთსკოლას მეორე წელია რაც იმართება და მისი მიზანია, საჯარო სკოლების მოვლა-პატრონობის შემუშავებული პოლიტიკის განხორციელების წახალისება. პროექტი ხელს უწყობს მოსწავლეების, მასწავლებლების, სკოლის ადმინისტრაციის და ადგილობრივი თემის ცნობიერების ამაღლებას და სკოლის მოვლის საკითხში პასუხისმგებლობის გაზიარებას.