შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ ერთიანი
ეროვნული გამოცდებისათვის ქუთაისში გახსნილი საგამოცდო ცენტრები მოინახულა. მისივე თქმით, გამოცდები სამივე ცენტრში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. შეფასებისა და გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელი აბიტურიენტებს მოუწოდებს გამოცდების ბოლოს არ მოდუნდნენ.
“დღეს მოვინახულეთ სამივე საგამოცდო ცენტრი ქუთაისში. გამოცდები მოგეხსენებათ მიმდინარებს, პირველ, ოცდამესამე და ოცდამეერთე საჯარო სკოლებში. ყველაფერი მიმდინარეობს წესების დაცვით და მშვიდი სიტუაცია გვაქვს. დილის სტატისტიკით, უცხო ენების გამოცდებზე აბიტურიენტების 95 პროცენტი გამოცხადდა. გვაქვს სამწუხაროდ ორი დაგვიანება და ორივე ქუთაისიდან. მოვუწოდებთ აბიტურიენტებს გაფრთხილდნენ, არ მოდუნდნენ ბოლო გამოცდების დროს და არ დააგვიანონ. მე წარმატებებს ვუსურვებ აბიტურიენტებს როგორც ქუთასში, ისე მთელი საქართველოს მასშტაბით”.- განაცადა სოფო გორგოძემ.
სავალდებულო საგნების გამოცდები ხვალ დასრულდება.