ნანა მარღანია სამოქალაქო განათლებას ვარციხის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლებას ასწავლის.

 

მან რამდენიმე დღის წინ სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო პედაგოგის ჯილდო მიიღო.

სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო პედაგოგები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დემოკრატიის, მმართველობის და სოციალური განვითარების ოფისის დირექტორთან, ადამ შმიდტან ერთად დააჯილდოვა.

“ჩემთვის ეს ჯილდო ძალიან მნიშვნელოვანია. მთელი წლის მანძილზე ჩემს მიერ გაწეული შრომა დაფასდა. ეს არის დამატებითი სტიმული, რომ კიდევ უფრო კარგი შედეგები დავდო. საამაყოა ნამდვილად, რომ იმერეთში საუკეთესო მასწავლებლად დავსახელდი”.- ამბობს ნანა მარღანია.

ვარციხის სკოლის პედაგოგმა წელს კიდევ ერთ პროექტში გაიმარჯვა. პროექტის, “მასწავლებელი – მეგზური ევროპისკენ”, ფარგლებში ის სხვა გამარჯვებულებთან ერთად სტონეთში, სასწავლო ვიზიტით, გაემგზავრება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *