მაკა კაჭკაჭიშვლი სამოქალაქო განათლებას ქართულ-ამერიკულ სკოლში “პროგრესი”
და თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიქთარვას საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლებას ასწავლის. მან რამდენიმე დღის წინ სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო პედაგოგის ჯილდო მიიღო.
სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო პედაგოგები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დემოკრატიის, მმართველობის და სოციალური განვითარების ოფისის დირექტორთან, ადამ შმიდტან ერთად დააჯილდოვა.
“მასწავლებლები შეარჩია ჟიურიმ, 2018 წლის საქმიანობის შესახებ მომზადებული ანგარიშისა და მის მიერ ჩატარებულ გაკვეთილის მიხედვით. ჩემთვის მოულოდნელი და ძალიან ამაღელვებელი მომენტი იყო. იმერეთში ბევრი პროფესიონალი მასწავლებელია, რომლებიც გამორჩეულად ნაყოფიერად მუშაობენ, მათ მოსწავლეებს დიდი მიღწევები აქვთ. წლის საუკეთესო მასწავლებლის სტატუსი დიდი პასუხისმგებლობაა. ასევე, იგი დამატებითი მოტივატორია ჩემთვის, შემდგომ პერიოდში აქტიურად მუშაობისათვის. ამ ჯილდოში მთავარი წვლილი მიუძღვით ჩემს მოსწავლეებს, რომლებიც ამდენს მუშაობენ, სკოლის ადმინისტრაციას, რომელიც მხარს უჭერს სამოქალაქო აქტივობების განხორციელებას სკოლაში და ჩემს კოლეგებს, რომლებმაც მოამზადეს ნიადაგი, რომ მე მოსწავლეებთან ამდენ დამატებით აქტივობაზე მუშაობა შემძლებოდა.” – განაცხადა მაკა კაჭკაჭიშვილმა.