ვარციხის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ნანა მარღანია პროექტის,
“მასწავლებელი – მეგზური ევროპისკენ”, გამარჯვებული გახდა. ის, ივნისში, ესტონეთში გაემგზავრება, სადაც სასწავლო კურსს გაივლის. ესტონეთში მასთან ერთად კიდევ 9 პედაგოგი წავა.
“მასწავლებელი მეგზური ევროპისკენ ნიშნავს იმას, რომ ეს პროექტი არის განგრძობადი. ესტონეთიდან ახალი ხედებით დავბრუნდები და სიახლეებს დავნერგავ ჩემს მოსწავლეებსა და სკოლაში. ასევე ვაგრძელებთ პროექტს, თანასწორ განმანათლებელთა ტრენინგების ჩატარებას ვაპირებ იმერეთში ჩემს მოსწავლეებთან ერთად. ეს შეეხება ევროკავშირს, რომ მეტი ინფორმაცია ჰქონდეთ ახალგაზრდებს მითებისა და რეალობების შესახებ ნატოსა და ევროკავშირთან დაკავშირებით”.- განაცხადა ნანა მარღანიამ.
პროექტი “მასწავლებელი – მეგზური ევროპისკენ” 2014 წელს შეიქმნა და ევროპული ღირებულებების პოპულარიზაციისა და ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში დანერგვის მიზნით სემინარებსა და კონკურსებს ახორციელებს.