ოლიმპიადა “ალგორითმი” 11 და 12 მაისს ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო
უნივერსიტეტში გაიმართება. აბიტურიენტებს საშუალება ექნებათ 2019 წლის ეროვნული გამოცდების მსგავსი ტესტი გაიარონ ქართულ ენასა და ლიტერატურაში. ტესტში მოცემული იქნება 3 დავალება: ტექსტის რედაქტირება (16 ქულა), არგუმენტირებული ესე (24 ქულა), ანალიტიკური ესე (30 ქულა)
ოლიმპიადის ორგანიზატორების ინფორმაციით, ტესტის შეფასების კრიტერიუმები უახლესი შეფასების იდენტურია: თითოეული ესე იმ კრიტერიუმით განიხილება, რომლებიც დააანონსა გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა.
მათ ასევე საშუალება ექნებათ ტესტირება უნარ–ჩვევებსა და მათემატიკაში გაიარონ.
სკოლის მოსწავლეებს, მეორე-მეექვსე კლასელებს, ტექსტები სამი საგნის (ქართული, მათემატიკა, ლოგიკა) მიხედვით ექნებათ.
“ჩვენ მემორანდუმი გავაფორმეთ ოლიმპიადის ორგანიზატორებთან. ეს საშუალებას აძლევს იმერეთის მასშტაბით აბიტურიენტებსა და სკოლის მოსწავლეებს გაიარონ ტესტირება. მიიღონ გამოცილება და მოიგონ პრიზები. გამარჯვებულების ვინაობა მალე გამოვლინდება. ტურები არ აქვს. შედეგების მიხედვით კი ვგეგმავთ სექტემბერში ფართომასშტაბიან ღონისძიებას. გადაეცემათ წამახალისებელი პრიზები. როდესაც გარჩევა მოხდება, შეირჩევა გარკვეული სირთულის ტესტები და რომელიც გაუჭირდებათ მათზე გადაეგზავნებათ შემდეგ ვიდეო გაკვეთილები. პირველად ვატარებთ ამ ოლიმპიადას ქუთაისში და ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.”- განაცხადა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის დეკანმა ვლადიმერ ადეიშვილმა.
კონკურსი ქუთაისის გარდა თბილისში, ბათუმსა და თელავში გაიმართება.