იმერეთში 14 სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდება. საჯარო სკოლების რეაბილიტაციისათვის
საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესადგენად მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი გამოაცხადა.
საპროექტო დოკუმენტაციის შესადგენად 460 ათას 325 ლარია გამოყოფილი.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, რეაბილიტაცია ჩატარდება იმერეთის მუნიციპალიტეტის შემდეგ სკოლებში:
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა;
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალფორეთის საჯარო სკოლა;
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სადგურ მარელისის საჯარო სკოლა;
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ რუფოთის საჯარო სკოლა;
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთის №2 საჯარო სკოლა;
ხონის მუნიციპალიტეტი სოფ. გორდის საჯარო სკოლა;
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბზვანის საჯარო სკოლა;
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფლე ხრესილის საჯარო სკოლა;
საჩხერეს მუნიციპალიტეტის სოფელ მერჯევის საჯრო სკოლა;
ზაზა ფერაძის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შორაპნის საჯარო სკოლა;
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრაწყაროს საჯარო სკოლა;
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საზანოს №3 საჯარო სკოლა;
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე სვირის №1 საჯარო სკოლა;
ქალაქ სამტრედიის №4 საჯარო სკოლა.
სატენდერო წინადადებების მიღება 21 მაისს იწყება და 24 მაისს მთავრდება.