ქუთაისში საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი.
30 აპრილიდან 4 მაისის ჩათვლით მხატვრული თუ ფოტო გამოფენები, ლიტერატურული საღამოები, წიგნების პრეზენტაციები და მწერლებთან შეხვედრები გაიმართება.
საბიბლიოთეკო კვირეულის პროგრამა ასეთია:
30 აპრილი
14:00 – კვირეულის გახსნა – დარეჯან ივანიძის ნამუშევრების გამოფენა “სამოთხის ბაღი”. ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკა, მის.: ლილი ნუცუბიძის ქ. N1;
1 მაისი
13:00 – გასვლითი ღონისძიება ქუთაისის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში “მწვანეყვავილა”. ლიტერატურული სახლის დამაარსებლის, პოეტ ანდრია სინაურის, საფლავის პატივგება. ანდრია სინაურის სახელობის ლიტერატურული სახლი, მის.: სინაურის ქ. N40;
15:00 – “ნაოჭიანი მთვარის სისხლიანი ნათება”. მკითხველების, მარიამ ხარაბაძისა და ფერიდე ჭანტურიას, ჩანახატების განხილვა. N8 საბავშვო ბიბლიოთეკა-ფილიალი, მის.: ახალგაზრდობის გამზირი N100ა;
17:00 – თვითნასწავლ შემოქმედთა ნამუშევრების გამოფენა. N17, N25 ბიბლიოთეკა-ფილიალებისა და სამკითხველო დარბაზის ერთობლივი ღონისძიება. ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკა, მის.: ლილი ნუცუბიძის ქ. N1;
2 მაისი
12:00 – N4 საქალაქო ბიბლიოთეკა-ფილიალის ბიბლიოთეკარის, სოფიო მინაშვილის, ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა (პოლიმერული თიხა). ქუთაისის ცენტრალური ბულვარი;
14:00 – პოეტ მონიკა ჯიჭონაიას წიგნის “წრფელი ფიქრები” წარდგინება. N14 საქალაქო ბიბლიოთეკა-ფილიალი, მის.: ნიკეას ქ. N64;
3 მაისი
14:00 – მხატვარ გელა ღაჭავას ნამუშევრების გამოფენა. N22 საქალაქო ბიბლიოთეკა-ფილიალი, მის.: ავალიანის ქ.N16;
16:00 – შეხვედრა მწერალ დათო ბუაძესთან, N20 და N13 საქალაქო ბიბლიოთეკა-ფილიალების ერთობლივი ღონისძიება. N20 – საქალაქო ბიბლიოთეკა-ფილიალი, მის.: ზ. ჭავჭავაძის ქ. N8ა;
4 მაისი
14:00 – შეხვედრა საბავშვო მწერალ თამარ ადამიასთან. საბავშვო ლიტერატურის განყოფილება, მის.: დუმბაძის ქ. N2; 6 მაისი
14:00 – სპეციალური მასწავლებლის, ეკა ქობალიას, ლექცია თემაზე “ბულინგი და სუიციდი”. N18 და N8 საქალაქო ბიბლიოთეკა-ფილიალების ერთობლივი ღონისძიება. N18 საქალაქო ბიბლიოთეკა-ფილიალი, მის.: ბუხაიძის II შესახვევი N3;
15:00 კვირეულის დახურვა – შემეცნებითი ღონისძიება “სააღდგომო ტრადიციები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში”. სააღდგომო ღია ბარათების გამოფენა. ქუთაისის საჯარო ბილიოთეკა, მის.: ლილი ნუცუბიძის ქ. N1.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე