სახელმწიფო ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში კალიგრაფ ფიქრია ჭაბუკიანის მასტერკლასი გაიმართა. მასტერკლასის მიზანი კალიგრაფიული ხელოვნებით დაინტერესებული მოსწავლეების ინდივიდუალური ხედვის წარმოჩენა, სტილის დახვეწა და ქართული დამწერლობის ახლოს გაცნობა იყო.
“ჩვენ ვთანამშრომლობთ მოსწავლე- ახალგაზრდობის სასახლესთან, რომელიც ატარებს კალიგრაფიის კონკურსს და კონკურსში მონაწილეებს, გამარჯვებულებს და იმათ, ვისას გამორჩეული ხელი აქვთ ვცდილობ მივცე მითითებები. ამიტომაც გაკეთდა კალიგრაფიის მასტერკლასი. მოსწავლეებს ვუხსნი როგორ უნდა განალაგონ ტექსტი ფურცელზე, არე როგორ უნდა დაიცვა, ასოები როგორ უნდა მოხაზონ. ასოების მოხაზვამდე წინასწარი სამუშაოები როგორ უნდა გაკეთდეს ამ ყველაფერს ვასწავლი და ა.შ. მინდა რომ მათ საკუთარი სტილი დახვეწონ და არ იყვნენ ვინმეს ზეგავლენის ქვეშ. ” – განაცხადა კალიგრაფმა ფიქრია ჭაბუკიანმა.
ის ცნობილი კალიგრაფისტია. 2016 წელს კაიროს წიგნების 47-ე საერთაშორისო გამოფენაზე, არაბულად ნათარგმნი “ვერფხისტაყოსნის” პრეზენტაციაზე, დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა ფიქრია ჭაბუკიანის ნაშრომი ენახა, რადგან ქართული დამწერლობის წარმოჩენის მიზნით, წიგნის ყდაზე მისი ნამუშევრები იყო წარმოდგენილი.