სტუდენტების რიცხვი, რომელთაც სახელმწიფო სასწავლო გრანტი
მოპოვებული აქვთ, ყოველწლიურად მცირდება. ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში წერია.
“პრიორიტეტულ სასწავლო პროგრამებს ეროვნული გამოცდების ჩაბარებისას აბიტურიენტები ირჩევენ საშუალოდ მე-11 რიგის პრიორიტეტად, რაც მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ შერჩეული მიმართულებები ვერ გახდა პოპულარული. იმ სტუდენტების რიცხვი კი, რომელთაც მოპოვებული აქვთ სახელმწიფო სასწავლო გრანტი, ყოველწლიურად მცირდება. მოცემული ფაქტები არ არის თანხვედრაში პროგრამის მიზნებთან და მიუთითებს ეფექტიანობის დაბალ მაჩვენებელზე; სამინისტროსა და უნივერსიტეტებს არ შეუფასებიათ პროგრამის ფარგლებში მიღწეული შედეგები, რამაც გამოიწვია ის ფაქტი, რომ წლების მანძილზე არ ხორციელდებოდა განსაზღვრული მიმართულებების კორექტირება არსებული გამოწვევების გათვალისწინებით.”- წერია აუდიტის კვლევაში.
ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის მიხედვით, საქართველომ პრიორიტეტულად აღიარა შვიდი მიმართულება – აგრარული, საბუნებისმეტყველო, სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები, ასევე განათლება, ინჟინერია, მიმართულებათაშორისი სპეციალობები.
ამავე თემაზე:
უმაღლესი განათლების პრიორიტეტული მიმართულებები ქართულ შრომის ბაზარს არ შეესაბამება
2013-2017 წლებში უმაღლესი განათლების პრიორიტეტული მიმართულებების დასაფინანსებლად 145 მილიონზე მეტი დაიხარჯა