2013-2017 წლებში უმაღლესი განათლების პრიორიტეტული მიმართულებების
დასაფინანსებლად 145 მილიონზე მეტი დაიხარჯა. სახელმწიფო აუდიტის დასკვნის მიხედვით აღნიშნული თანხიდან პროგრამული დაფინანსება − 129,534,325 ლარი იყო, სახელმწიფო სასწავლო გრანტი − 15,960,438 ლარი.
” აღნიშნულმა მოდელმა 23%-ით გააძვირა ხარჯი ერთეულთან მიმართებაში, რაც მიუთითებს მოდელის არაპროდუქტიულობაზე; • პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სტუდენტების მობილობა6 წლების მიხედვით შეადგენს საშუალოდ 11%-ს, საიდანაც სტუდენტთა უმრავლესობა გადადის ისეთ პროგრამებზე, სადაც მაღალია სტუდენტების რიცხოვნობა. ასევე 2013 წელს ჩარიცხული სტუდენტების მხოლოდ 53%-მა დაასრულა სწავლა შესაბამის ვადაში.”- წერია აუდიტის დასკვნაში.
ამავე დასკვნის მიხედვით პრიორიტეტულ სასწავლო პროგრამებს ეროვნული გამოცდების ჩაბარებისას აბიტურიენტები ირჩევენ საშუალოდ მე-11 რიგის პრიორიტეტად, რაც მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ შერჩეული მიმართულებები ვერ გახდა პოპულარული.
ამავე თემაზე: უმაღლესი განათლების პრიორიტეტული მიმართულებები ქართულ შრომის ბაზარს არ შეესაბამება