წერეთლის უნივერსიტეტს ახალი რექტორი ეყოლება. საკონკურსო განაცხადი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ორმა კანდიდატმა შეიტანა.
კანდიდატთა რეგისტრაცია 8 იანვარს დაიწყო და 21 იანვარს დასრულდა. აკადემიური საბჭო არჩევანს ორ დარეგისტრირებულ კანდიდატს დავით ნიშნიანიძესა და როლანდ კოპალიანს შორის გააკეთებს.
დავით ნიშნიანიძე ფიზიკა-მათემატიკის სკოლის დირექტორი და ამავე დროს წერეთლის უნივერსიტეტის პროფესიორია. როლანდ კოპალიანიც წერეთლის უნივერსიტეტის აგრარული ფაკულტეტის პროფესორია.
არჩევნები 22 თებერვალს ჩატარდება.
ამჟამად უნივერსიტეტის რექორის თანამდებობა გიორგი ღავთაძეს უკავია. ის უნივერსიტეტის რექტორად ორჯერ იქნა არჩეული.