საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური

განვითარების ფონდი 22 მუნიციპალიტეტში 27 სკოლის მშენებლობას იწყებს. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებოთ 68 მილიონი ლარია. ჩამონათვალში მოხვდა იმერეთის 4 მუნიციპალიტეტი: წყალტუბო, ჭიათურა, ზესტაფონი, ხარაგაული.

“ინტენსიური მუშაობა გვქონდა განათლების სამინისტროსთან და თებერვლის თვეში ეტაპობრივად გამოცხადდება სამშენებლო ტენდერები. მათ შორის, მშენებლობა-დიზაინის კუთხითაც იქნება გარკვეული მოცულობის ტენდერები გამოცხადებული. ამჟამად, სატენდეროდ მზად არის 27 პროექტი. ჯამური ინვესტიციის ღირებულება გახლავთ 68 მილიონი ლარი და გეოგრაფიულად მოიცავს მთელი საქართველოს მასშტაბს,” – განაცხადა მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *