ზესტაფონში სრულად რეაბილიტირებული მეექვსე და მეშვიდე საჯარო სკოლები ოფიციალურად გაიხსნა.
შედეგად სასწავლო გარემო 1800 მოსწავლისთვის გაუმჯობესდა. სკოლების რეაბილიტაცია “ათასწლეულის გამოწვევის ფონდი- საქართველოს” დაფინანსებით განხორციელდა.
სკოლები საზეიმოდ გახსნეს ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნათია ზედგინიძემ, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა შავლეგო ტაბატაძემ, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერმა კახაბერ მახათაძემ.
ამ დროისთვის საქართველოს რეგიონებში ფონდის მხარდაჭერით, რეაბილიტირებულია 69 საჯარო სკოლა და მიმდინარეობს მათი საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღჭურვა.