ქუთაისის მერია პროექტს “ლიდერთა ზამთრის სკოლა” იწყებს.
პროგრამაში მონაწილეობა 18-დან 26 წლამდე ასაკის აქტიურ ახალგაზრდებს შეუძლიათ. მონაწილეობის მსურველებმა ელექტრონი აპლიკაცია უნდა შეავსონ და გასაუბრება გაიარონ. ზამთრის სკოლა 15-დან 25 თებერვლის ჩათვლით მოეწყობა.
აპლიკაციის შევსება შესაძლებელია თანდართულ ბმულზე.
“ლიდერთა ზამთრის სკოლა” გასულ წელსაც მოეწყო. ახალგაზრდებს ტრენინგები რამდენიმე თემაზე, მათ შორის: “პროექტების წერაზე”, “ფონდების მოძიებაზე”, “სამოქალაქო აქტივიზმზე “, “ადვოკატირების კამპანიასა” და “ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციები” შესწავლის შესახებ ჩაუტარდათ.