აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს
“დემოკრატიის სკოლის” შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. დემოკრატიის სკოლა წარმოადგენს ინტენსიურ საგანმანათლებლო პროგრამას, თანამედროვე პოლიტიკის, ქალაქების განვითარებისა და დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებული აქტიური მოქალაქეებისთვის. სკოლის პროგრამა სრულიად უფასოა. “დემოკრატიის სკოლას” “აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის” მართავს.
“ქუთაისის დემოკრატიის სკოლამ წელს უკვე მე-8 ჯგუფის დასაკომპლექტებლად გამოაცხადა მსმენელების მიღება. ამ სკოლის შესახებ ქალაქშ უმრავლესობამ იცის. ეს არის ინტენსიური საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მნიშვნელოვანია ჰქონდეს ყველას გავლილი, ვისაც სურს გარკვეული ცვლილებები განახორციელოს საზოგადოებაში, თემში და ეს ცვლილებები იყოს სასიკეთო ქვეყნისა და ქალაქისათვის.ამ დროისათვის 600 კურსდამთავრებული გვყავსა და წელს თბილისის დემოკრატიის სკოლაც დაგვემატა, რომელიც აქამდე არ იყო და თბილისში პირველია. იმედი გვაქვს, რომ ეს კურსამთავრებულები იქნებია ისინი, ვინც მომავალშIმნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში”,- განაცხადა ქუთაისის დემოკრატიის სკოლის დირექტორმა თემურ ჯვარშეიშვილმა.
მსმენელად შერჩევისთვის აუცილებელი პირობაა სრულ კურსზე დასწრება, რაც მოიცავს 5-საათიან ტრენინგებს კვირაში ორჯერ, 2019 წლის თებერვლიდან ივნისის ჩათვლით. დემოკრატიის სკოლის პროგრამაში ჩართვისათვის საჭიროა მსურველი იყოს 18 წლის. მსმენელების მიღება 30 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.