აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბიზნესის,

სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ეკონომიკის დეპარტამენტთან არსებული “ქართული ეკონომიკური აზრისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების პრობლემების შემსწავლელი სტუდენტთა მუდმივმოქმედი სემინარის” ფარგლებში ჩატარდება ნიკო ნიკოლაძის 175 წლის იუბილისადმი მიძღვნილი სტუდენტთა საუნივერსიტეტთაშორისო კონფერენცია – „SIUEC 2018“ კონფერენცია ჩატარდა. კონფერენციაში მონაწილეობა, როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურისა და დოქტურანტურის სტიდენტებმა მიიღეს.

“ჩემთვის, როგორც სტუდენტისათვის მნიშვნელოვანია, რომ ეს კონფერენცია ტარდება ჩვენს უნივერიტეტში უკვე მეორედ. ეძღვნება წელს ნიკო ნიკოლაძის 175 წლის იუბილეს. ძალიან სასიხარულოა, რომ ამდენი სტუდეტია ჩართული”,- აღნიშნა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის დეპარტამენტის დოქტორანტმა, საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ლეჟავამ.

კონფერენცია აკაკი წრეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან 9 დეკემბერს ნიკო ნიკოლაძის სახლ მუზეუმში, დიდ ჯიხაიშში, გადაინაცვლებს.

“წელს ნიკო ნიკოლაძის დაბადებიდან 175 წლის იუბილე აღინიშნება. ეს საიუბილეო თარიღი საქართველოს მასშტაბით რამდენიმე ადგილას აღინიშნა და ძალიან სასიამოვნოა, რომ ქუთაისის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ასე მასშტაბურად აღნიშნავს ამ თარიღს. ხვალ ეს ღონისძიება ჩვენს მუზეუმში გაგრძელდება. ჩვენს მუზეუმს და უნივერსიტეტს დიდი ხნის ურთიერთობის ისტორია აქვს და უფრო სასიამოვნო იქნება თუ თანამშრომლობა უფრო ინტენსიური გახდება.”- განაცხადა ნიკო ნიკოლაძის სახლ მუზეუმის დირექტორმა ლია ბიბილეიშვილმა.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს, კონფერენციის ფარგლებში, სულ საქართველოს 5 უნივერსიტეტის 110 სტუდენტი ეწვია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *