აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი 85 წლისაა.

ის ქუთაისში ტრადიციულად არსებული ორი მძლავრი საუნივერსიტეტო კერის – ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაერთიანების შედეგად ჩამოყალიბდა.

მოგვიანებით, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს სოხუმის სუბრტოპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტი შეუერთდა. დღეს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემადგენლობაში 9 ფაკულტეტი შედის. 

უნივერსიტეტი იუბილეს სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნავს. 

85 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საიუბილეო ღონისძიებების განრიგი ასეთია:

21 ნოემბერი

12.00-13.00 – საჯარო ლექცია “განათლების ტაძარი – აწსუ-85”-აწსუ ადმინისტრაციული კორპუსი, გიორგი ახვლედიანის სახელობის აუდიტორია #1114;

13.00-15.30 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ცენტრის საჯარო ლექცია “საქართველოს საგარეო პოლიტიკა და მისი პრიორიტეტები” – ახალი საბიბლიოთეკო კორპუსის საკონფერენციო დარბაზი;

15.30-16.30 -ქართველი და უცხოელი სტუდენტების თვითშემოქმედების ინტერნაციონალური საღამო – აწსუ სააქტო დარბაზი;

17.00-19.00 – ოთარ თაქთაქიშვილის ოპერა “მინდია”- ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი.

22 ნოემბერი

10.00 – 17.00 – ძველნაბეჭდი და უნიკალური წიგნების ახალი კოლექციის გამოფენა- აწსუ ახალი საბიბლიოთეკო კორპუსის მთავარი ფოიე;

12.00-13.00 – აწსუ სამეცნიერო ბიბლიოთეკის ყველაზე აქტიური მომხმარებელი სტუდენტების დაჯილდოება-აწსუ ახალი საბიბლიოთეკო კორპუსის საკონფერენციო დარბაზი;

14.00-14.40 – რექტორისშეხვედრა უცხოელ დელეგაციებთან და პარტნიორი უნივერსიტეტის რექტორებთან, მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვა- აწსუ ახალი საბიბლიოთეკო კორპუსის საკონფერენციო დარბაზი;

14.40-15.00- ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმება ახალი საბიბლიოთეკო კორპუსის საკონფერენციო დარბაზი;

15.00-15.30 – ლიეტუვას ენისა და კულტურის ცენტრის გახსნა კაუნასის ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტთან ერთად- აწსუ ახალი საბიბლიოთეკო კორპუსი, მე-3 სართული;

16.00-16.30 – აწსუ სტუდენტთა და პედაგოგთა საზეიმო მსვლელობა- აწსუ-დან ქუთაისის ცენტრალურ მოედნამდე;

16.30-17.00 – აწსუ სტუდენტთა და თანამშრომელთა ნამუშევრების გამოფენა – ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მთავარი ფოიე;

17.00-19.00 – საიუბილეო საღამო- ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი;

17.00-17.30 – საღამოს გახსნა. მისასალმებელი სიტყვები;

17.30-18.30 – აწსუ ფოლკლორული ანსამბლების “ადილასა” და “კოლხას” კონცერტი;

19.00 -22.00 – საზეიმო მიღება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *