სოფელ წყალტუბოს საჯარო სკოლა წლებია
2 კერძო სახლშია განთავსებული. მიზეზი სკოლის შენობის ჩამონგრევაა. წყალტუბოში, სოფელ წყალტუბოს საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებელები ახალი სკოლის მოლოდინში არიან. სკოლის შესახებ მასალა რადიომ “ძველი ქალაქი” გასული წლის თებერვალში მოამზადა.
სკოლის შენობის მშნებლობა, რომ 2019 წლიდან დაიწყება, ამის შესახებ წყალტუბოში ინფრასტრუქტურის მინისტრიის, მაია ცქიტიშვილის, ვიზიტისას გახდა ცნობილი. სკოლის მშენებლობისათვის დაახლოებით 3 მილიონი ლარი დაიხარჯება. სკოლის მშენებლობა 2019 წელს დასრულდება.
წყალტუბოში, სკოლების რეაბილიტაცისათვის ჯამში დაახლოებით 16 მილიონ ლარამდე თანხაა გათვალისწინებული.