პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ,
განათლების მინისტრ მიხეილ ბატიაშვილთან და მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახლადგახსნილი ბიბლიოთეკა დაათვალიერეს.
“გამიხარდა, რომ არის სივრცეები, სადაც შესაძლებელია სტუდენტებმა ერთად იმუშაოთ. მიხარია, რომ არის ამავდროულად თანამედროვე ლაბორატორიები. ასეთ ლაბორატორიებში ხდება ნიჭის რეალიზება. მიხარია, რომ ბიზნეს ინკუბატორიც ძალიან მალე შეემატება ამ შენობას იმიტომ, რომ ეს არის მნიშნელოვანი კომპონენტი გადავიდეთ განათლებიდან დოვლათის შექმნაზე. ნებისმიერმა უნივერსიტეტმა, მათ შორის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ასეთი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე არ უნდა აიღოს მხოლოდ თავის სტუდენტებზე და ასეთი სივრცე უნდა იყოს ყველასთვის. კიდევ ერთხელ გილოცავთ ასეთი ლამაზი ობიექტის დასრულებას და გახსნას “.- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
თანამედროვე სტანდარტებს ბიბლიოთეკის მშენებლობისათვის 2 085 265 ლარი დაიხარჯა. აქედან 200 000 ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო, 20% უნივერსიტეტმა დახარჯა, ხოლო დარჩენილი თანხა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გაიღო.